თავში

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა და ამ დროისათვის ქვეყანაში ვირუსი 74-მა ადამიანმა დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე. 

stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კიდევ 30-ით გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი და ამ დროისათვის, ქვეყანაში 336 კოვიდინფიცირებული პაციენტია.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494, ხოლო, კარანტინის რეჟიმში 5000 ადამიანია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system