საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. 

ის მხატვარ რატი თორდიას შვილი, თეკლა თორდიაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 216 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 135 584-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 937 პაციენტი და საერთო რაოდენობა 113 986-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 267 ადამიანი.