საქართველოს ორი მოქალაქის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები საქართველოდან როტერდამის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი, ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

ანალიზები ნიდერლანდებში, ერასმუსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მას შემდეგ გაიგზავნა, რაც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ორი მოქალაქე მოათავსეს. 

აღნიშნული ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშიც გადამოწმდა. 

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ ეტაპზე ოთხ პაციენტს აკვირდებიან.  

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საათობრივად იზრდება. ბოლო მონაცემებით ჩინეთში 2019-nCoV-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 20000-ზე მეტია. დაღუპულია 425 ადამიანი. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით კიდევ 21500 პირს, შესაძლოა, კორონავირუსი გამოუვლინდეს. მედიკოსებმა 622 პაციენტის განკურნება შეძლეს და საავადმყოფოდან გაწერეს.