საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა

ქუთაისში დღეს კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახევ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, პაციენტები 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია.

ამასთან, ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. დღის მანძილზე მედიკოსებმა ტესტი 300-ზე მეტ პირს გაუკეთეს.

ცნობისთვის, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა