საქართველოში ვაქცინა გამოიგზავნა - პროცესს ჰანს კლუგე დაესწრო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინების გამოგზავნის პროცესს .

„ევროპის რეგიონში საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც COVAX-ის მეშვეობით ვაქცინებს მიიღებს. ახლახან შევხვდი ევა კადილის, როდესაც UNICEF-ის მომარაგების განყოფილება საქართველოში გასაგზავნი ვაქცინის პარტიას ამზადებდა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

ცნობისთვის, დღეს, 13 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ელოდებიან. პირველ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა