სად უნდა დარეგისტრირდეთ "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის - NCDC ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც NCDC-ის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, ჩინური სინოფარმით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეიდან შეეძლებათ.

"18 წლის ზემოთ მოქალაქეები სინოფარმით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ. სინოფარმით ვაქცინაციის პროცესი დაიწყება 4 მაისიდან.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22", - აღნიშნულია ინფორმაციაში.