თავში

18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება

18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება
18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება

18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველები რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება.

„ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გახსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა“, - აცხადებს ტიკარაძე.

რეგისტრაცია 27 აპრილიდან, ხოლო ვაქცინაცია 4 მაისიდან იქნება შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system