სასტუმრო "რუსთავი" საკარანტინო ზონად გამოცხადდა

რუსთავში მდებარე სასტუმრო "რუსთავი" საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სასტუმროში დილით, ის მოქალაქეები გადაიყვანეს, რომლებიც სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

მოქალაქეები იტალიიდან, კიევისა და გერმანიის გავლით ჩამოფრინდნენ.

რუსთავში, 14-დღიან სავალდებულო კარანტინში 46 ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს დაუდასტურა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 58 პირი რჩება.