სვანეთში დაკარგულ ბიჭს ვერტმფრენითაც ეძებენ

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შემოვიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.