"შეცვალეს" წევრები "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ

მოძრაობა 'შეცვალეს" წევრები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ოფისთან იმყოფებიან 'ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, თუმცა როგორც  ამბობენ, ისინი კონტრაქციას არ მართავენ და ოფისთან უბრალოდ ჩაიარეს. 

რაც შეეხება "შეცვალეს" აქციას, ისინი მცხეთაში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ, რა დროსას მოძრაობა "გაბედეს" რამდენიმე წევრი დააკავეს.