"სინოვაკით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "სინოვაკით" ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება.

უწყების ცნობით, დარეგისტრირება შესაძლებელია, როგორც პირველი, ისე მეორე დოზის მისაღებად.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ჩინური წარმოების "სინოვაკის" ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი;

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

ცნობისთვის, პირველ ივნისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკს" ავტორიზაცია მიანიჭა.

შეგახსენებთ, საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს ჩამოვიდა.

იმუნიზაციის პროცესი 24 მაისიდან დაიწყო.

ვრცლად სინოვაკის ვაქცინის შესახებ