სოფელ სქურთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სქურის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დღის განმავლობაში ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი მუშაობდა. მათ ხანძრის სამი კერა ჩააქრეს.

ამ დროისთვის მთაზე მონიტორინგი მიმდინარეობს.