SOS ქაბულში ჩარჩენილია 22 ქართველი.. ხვალ აეროპორტი იკეტება -ხოშტარია

SOS ქაბულში არის ჩარჩენილი 22 ქართველი, ვინც ითხოვს გამოყვანას. ხვალ აეროპორტი იკეტება ჩემი ინფორმაციით,წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, დაჯგუფება "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად რადიკალურმა დაჯგუფებამ ქვეყნის დედაქალაქის მისადგომებთან მიიტანა იერეიშები.