თავში

ავღანეთის დედაქალაქში "თალიბანი" შეიჭრა - დიპლომატიური მისია ევაკუირებულია

ავღანეთის დედაქალაქში "თალიბანი" შეიჭრა - დიპლომატიური მისია
ავღანეთის დედაქალაქში თალიბანი შეიჭრა - დიპლომატიური მისია ევაკუირებულია

დაჯგუფება "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად რადიკალურმა დაჯგუფებამ ქვეყნის დედაქალაქის მისადგომებთან მიიტანა იერეიშები.

ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ დედაქალაქი ვერტმფრენით დატოვა. 

ავღანეთის დედაქალაქი უკანასკნელი მსხვილი ქალაქია, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება აკონტროლებს. ამ დროისთვის ქვეყნის 34 ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 რადიკალური დაჯგუფების ხელშია.

საფრთხის გამო, საკუთარი საელჩოდან პერსონალის უსაფრთხო გამოყვანისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში ხუთი ათასზე მეტი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

პარალელურად "თალიბანის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქაბულის ძალით აღებას არ აპირებენ და ქაბულელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system