ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ report.ge-ს იაშვილის სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე თქმით, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

12 წლის ბიჭს, ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, 21 ოქტომბერს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ლიანდაგზე გადადიოდა, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგონა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.