"თბილისი პრაიდი" ლევან ვასაძის პოლიტიკაში წასვლას ფოტო შარჟით გამოეხმაურა

არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" ლევან ვასაძის პოლიტიკაში წასვლას სოციალურ ქსელში ფოტო შარჟით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.