თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება - უმრავლესობის დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მაია მენაღარიშვილის ინფორმაციით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.

„როგორც ვიცი, იგეგმება“,- განუცხადა მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს.

თეა წულუკიანი პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხს პარლამენტში დღეს განიხილავენ.