ტემპერატურის გამო გამოცდიდან მოხსნილი აბიტურიენტების ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

ორ აბიტურიენტს, რომელიც გუშინ მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო სივრცეში არ შეუშვეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განმარტებით, აბიტურიენტების გამოცდაზე დაშვების საკითხზე სამინისტროში მსჯელობენ.

რაც შეეხება ორ აბიტურიენტს, რომლებიც არ დაიშვნენ გამოცდაზე, ჩაუტარდათ PCR ტესტირება, საბედნიეროდ მათ არ აღმოაჩნდათ COVID ინფექცია, ჩვენ სამინისტროსთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ და ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში. ვფიქრობ, რომ ისინი გამოცდებს არ გამოეთიშებიან,“ – განაცხადა გორგოძემ.