ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. 

გარდაცვლილი ქუთაისში პროზექტურაში გაასვენეს.

შეგახსენებთ, მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანი მოექცა.