თავში

მაშველებმა ტყიბულში მიწის მასიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს

მაშველებმა ტყიბულში მიწის მასიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს
მაშველებმა ტყიბულში მიწის მასიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს

მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ამ დრომდე გრძელდება ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მეორე პირის ძებნა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. 

ცნობისთვის, ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანი მოექცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system