"ტვ პირველის" თანამშრომლების ტესტის პასუხები ცნობილია

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ "ტვ პირველის" თანამშრომლების ტესტის პასუხები ცნობილია. 

ტელეკომპანიაში ტესტირება სულ 217 თანამშრომელს ჩაუტარდა. 

"ვაშაა!!!!!! ტვ,,პირველის,,მიერ თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტესტების პასუხი ასეთია-დღეს 217 კაცს გაუკეთდა ტესტი და 217-ვე პასუხი უარყოფითია. . მალე დაგვიბრუნდი ვიკუსი და შეუტიე ახალ ეთერს," - წერს ინგა გრიგოლია Facebook-ზე. 

COVID-19-ზე ტესტის პასუხი უარყოფითია ინგა გრიგოლიას შემთხვევაშიც.

ცნობისთვის, ტელეკომპანიის თანამშრომელს, ვიკა ბუკიას და მის მეუღლეს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს 9 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდათ