თავში

ინფიცირებული დეპუტატის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

ინფიცირებული დეპუტატის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია
ინფიცირებული დეპუტატის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ვიკა ბუკია კორონავირუსი დადასტურების შემდეგ, სტაციონარში გადადიან, - ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა Report.ge-ს განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვები მშობლებისგან იზოლირებულნი არიან და ისინი სახლში ძიძასთან ერთად დარჩებიან. 

"ბავშვებსაც ჩაუტარდათ ტესტირება და საბედნიეროდ, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ისინი არიან ჩვენგან იზოლირებულად სახლში და დარჩებიან ძიძასთან ერთად. მე და ჩემი მეუღლე კი, გადავდივართ სტაციონარში სამკურნალოდ," აღნიშნა Report.ge-სთან საუბარში ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ცნობისთვის, დეპუტატისა და მისი მეუღლის პირველ ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დღეს დადებითი პასუხი აჩვენა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system