უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფისას გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ირანში "უკრაინული ავიახაზების" Boeing 737-მა კატასტროფა განიცადა.  დაღუპულია ყველა მგზავრი. ბოლო მონაცემებით რეგისტრაცია რეისზე 168 მგზავრმა გაიარა, 9 ეკიპაჟის წევრი იყო", - განაცხადა მან. 

თეირანთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 7 ქვეყნის - ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინული "ობოზრევატელი" ავრცელებს.