ვინ არის თელავში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, ფირუზ ლომაშვილია. 

როგორც ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცმა ავტომობილი ცოტა ხნის წინ შეიძინა. 

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოში "კომენდანტის საათის" დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის კაცი ემსხვერპლა.