თავში

თელავში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა

თელავში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა
თელავში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოში "კომენდანტის საათის" დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის კაცი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, მიღებული დაზიანებების შედეგად ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system