ვულოცავ ჩვენს პოლიკას და ვულოცავს ჩვენს სამშობლოს - ნიკოლოზ რაჭველი

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმეორედ არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჩემი ძვირფასი მეგობარი და ბრწყინვალე ადამიანი ზურა პოლოლიკაშვილი ხმათა უმრავლესობით ხელმეორედ იქნა არჩეული გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად!

მიუხედავად იმისა, რომ ის გაერთიანებული ერების ყველა სახელმწიფოს კურირებს, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს პოპულარიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით, და არა მხოლოდ პოპულარიზაციაში! მისი, როგორც ხელმძღვანელის მიღწევები დაედო საფუძვლად მის უპირობო გამარჯვებას და შემდგომი რამდენიმე წლით აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის გახანგრძლივებას!

ზურა წლების განმავლობაში ბრწყინვალე ელჩი იყო ესპანეთში და სწორედ მისი დიდი დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება შედგა მადრიდსა თუ ბარსელონაში ქართველი არტისტების მონაწილეობით!

ვულოცავ ჩვენს პოლიკას ასეთი დიდი საერთაშორისო ნდობის მანდატის კიდევ ერთხელ მოპოვებას და ვულოცავ ჩვენს სამშობლოს ქართველი პროფესიონალის საერთაშორისო წარმატებას!!!" - წერს მუსიკოსი.

ცნობისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს, ახლა კი ტურიზმის ორგანიზაციას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.