ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კორონავირუსისგან განიკურნა

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი და "კურიერის" წამყვანი თეონა ცხომელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

,,ტესტი უარყოფითია! 

და უფრო მაგარი ისაა, რომ ახალი პროტოკოლით დღესვე დავტოვებ აქაურობას", - წერს ცხომელიძე.

ცნობისთვის, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა