ზუგდიდში, ენმ-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ენმ-ს ოფისთან აქცია გამართეს. მათ შენობას კვერცხები და ცოცხები ესროლეს. დამსხვრეულია ოფისის მინები.