თავში

ზუგდიდში "ოცნების" მხარდამჭერებმა ენმ-ს ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს 

ზუგდიდში "ოცნების" მხარდამჭერებმა ენმ-ს ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს 
ზუგდიდში ოცნების მხარდამჭერებმა ენმ-ს ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს 

ამ წუთებში ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხმაური და დაპირისპირებაა.

მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ოფისის მინებიც ჩაამსხვრიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც პარტიის აქტივისტებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.

"ნაციონალები" ხელისუფლებაში აღარასოდეს არ უნდა დაბრუნდნენ. ჩვენ გვახსოვს მაგათი 9 წლიანი მმართველობა. ესენი ხელისუფლებაში ვერასოდეს ვერ მოვლენ,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით კონჯარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system