ზურაბიშვილი: დიდი ხნის წინ, შევხვდით პარიზში, როცა ახალგაზრდები ვიყავით

ჩვენ დიდი ხნის წინ, შევხვდით პარიზში, როცა ახალგაზრდები ვიყავით, თქვენ საქართველოს წარმომადგენელი იყავით, რომელთან შეხვედრაზეც ვოცნებობდი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"თქვენ, ჩემს და ყველა იმ ადამიანის თვალში, ვინც მაშინ შეგხვდათ, წარმოადგენდით ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას. ეს დღესაც ასეა და არაფერი შეცვლილა. მას შემდეგ წლები გავიდა. ალბათ, მაშინ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ წარმოიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი და თქვენ დაგაჯილდოვებდით ბრწყინვალების ორდენით, რაც ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი სიხარულია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა, ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.