ბასილაშვილი: შოთა არველაძეს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩო­გა­ნი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, შოთა არველაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას Facebook გვერდზე გამოეხმაურა და ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. 

"გამორჩეულ სპორტსმენს, შოთა არველაძეს, ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. მჯერა, ძალიან მალე, დაუბრუნდება სპორტულ საქმიანობას," - წერს ბასილაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, შოთა არველაძეს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა