ესპანეთის ნაკრები თბილისშია - PHOTO

ესპანეთის ეროვნული ნაკრები, საქართველოსთან გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის, თბილისში უკვე ჩამოფრინდა.

ნაკრების თვითმფრინავი, აეროპორტში რამოდენიმე წუთის წინ დაეშვა.

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება, 28 მარტს, საქართველოს დროით 20:00-ზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩებზე ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ. გვინ ღამემდე იმუშავებს ტრანსპორტიც.