GFF: ეს მოგება თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით! - ემოციური წუთები - PHOTO - VIDEO

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართველ გულშემატკივარსა და ქართული სპორტის ქომაგებს მადლობას უხდის.

,,მადლობა ქართული სპორტის ქომაგებს და ყველა გულშემატკივარს ! 

ეს მოგება თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით. ჩემი ქვეყნისთვის! ჩემი გუნდისთვის!", - აღნიშნულია ფედერაციის ფეისბუქგვერდზე.

საქართველოს ნაკრებმა, "დინამო არენაზე" გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქე, ბელარუსის ეროვნული ნაკრები 1:0 დაამარცხა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ფოტო: GFF

ფოტო: GFF