თავში

საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა
ფოტო: GFF

საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. მატჩი ,,დინამო არენაზე" ამ წუთებში დამთავრდა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრებს გოლი შეხვედრის მე-7 წუთზე გაუტანა. საქართველოს ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის პენალტით დაწინაურდა.

აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ისტორიული შედეგი იქნება. 

საქართველოში არსებული ეპიდემოლოგიური ვითარების გამო, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უმაყურებლოდ გაიმართა, თუმცა, ქართველმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრები მარტო არ დატოვა.

ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სტადიონზე შესვლისას ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system