თავში

ზაზა ფაჩულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ელჩი გახდა

ზაზა ფაჩულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ელჩი გახდა
ზაზა ფაჩულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ელჩი გახდა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ზაზა ფაჩულია ფონდის საპატიო ელჩი გახდა. 

ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას საქართველოს ყველა რეგიონში. 

"დასაწყისისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში, ზაზა ფაჩულია, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეარჩევს ნიჭიერ ახალგაზრდებს (სულ 10-მდე ახალგაზრდა), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საწვრთნელ შეკრებაში. წვრთნასთან და საცხოვრებელ ხარჯებთან დაკავშირებულ ყველანაირ ფინანსებს აანაზღაურებს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთშორისო ფონდი. საწვრთნელი შეკრება გაიმართება ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system