თავში

პეკინის ოლიმპიადის ჩატარება საფრთხეს არ შეიცავს - ჯანმო

პეკინის ოლიმპიადის ჩატარება საფრთხეს არ შეიცავს - ჯანმო
პეკინის ოლიმპიადის ჩატარება საფრთხეს არ შეიცავს - ჯანმო

პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვა კორონავირუსის გავრცელების მხრივ საფრთხეს არ წარმოადგენს, განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციათა პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

„როგორც ზაფხულის ოლიმპიადის დროს, ვმუშაობთ ჩინეთის მთავრობასთან და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რათა წარვუდგინოთ მათ ტექნიკური რეკომენდაციები ზამთრის თამაშების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის,  ჩინეთის მთავრობამ შემოიღო მკაცრი ზომები და გამოუშვა რამდენიმე გზამკვლევი, რომელსაც ვაფასებთ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. დარწმუნებული ვარ, მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და უკიდურესად მკაცრი ზომების მიღებით, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ კორონავირუსის გავრცელების რისკს“,- განაცხადა რაიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system