თავში

გარდაიცვალა ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი

გარდაიცვალა ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი
გარდაიცვალა ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძლეოსნის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო.

ვიქტორ სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი გახლდათ. 

იგი იყო ერთადერთი სამმხტომელი, რომელმაც მძლეოსნობის ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. 

სანეევი გახლდათ პირველი სპორტსმენი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა. 

2001 წელს კი მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. 

ვიქტორ სანეევს მიღებული ჰქონდა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედალი - სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

ასევე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი და სხვა.საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ვიქტორ სანეევის ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system