თავში

საქართველოს ნაკრები ხელბურთში ფინეთთან ორი მატჩის შედეგში დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ხელბურთში ფინეთთან ორი მატჩის შედეგში დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ხელბურთში ფინეთთან ორი მატჩის შედეგში დამარცხდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვერ გავიდა.

საქართველოს გუნდს ფინელებთან ორრაუნდიანი დაპირისპირება თავის სასარგებლოდ უნდა დაესრულებინა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა განეგრძო. თბილისში ფრედ (22:22) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩვენი ნაკრები ფინეთში გაემგზავრა, სადაც 23:30 დამარცხდა და ევროპაზე თამაში სამომავლოდ გადადო.

საქართველოს ნაკრებს თბილისური შეხვედრის შემდეგ ტრავმების გამო შვიდი ხელბურთელი დააკლდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 18:12 იმარჯვეს. მეორე გაცილებით თანაბარი იყო და ფინელებმა 12:11 მოიგეს. საბოლოოდ კი ქართველები 7-ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system