თავში

მესი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

​მესი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
მესი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღო. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

არგენტინელი ფეხბურთელი პარიზში ჩავიდა და მალე პსჟ-ს საერთო ჯგუფში ვარჯიშს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა კლუბმა მესის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 2 იანვარს განაცხადა.

არგენტინელი პსჟ-ს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ბარსელონამ" ლა ლიგის მხრიდან ფინანსური შეზღუდვის გამო მასთან კონტრაქტის გაგრძელება ვერ შეძლო. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მესიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა. მას ასევე ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 5 ბურთი აქვს გატანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system