საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოსთან დამარცხდა. 

შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა. 

მატჩი ბათუმის სტადიონზე, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მაყურებლის გარეშე გაიმართა.  

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს, ბადახოსში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.