თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, კომენტარი მოსკოვის ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერზე გააკეთა.

"რაც შეეხება ჩემს სხვა კლუბში ტრანსფერს, მე "ბასკონიასთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და კონცენტრირებული ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე ვარ.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, ბერძნული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის "ცსკა-სთან" სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.