თავში

თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი შეათანხმა

თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი შეათანხმა
თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი შეათანხმა

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების ლიდერს 3-წლიან ხელშეკრულებაზე მოელაპარაკა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული სააგენტო SDNA ავრცელებს. 

შეგახსენებთ რომ ბასკონიასთან 28 წლის ქართველ კალათბურთელს, კონტრაქტის ვადა 2022 წელს იწურება. მის ხელშეკრულებაში კი არის პუნქტი, რომელის თანახმადაც შენგელიას გამოსყიდვა შესაძლებელია. იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი შედგა, მოსკოველებს კომპენსაციის სახით, 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ბერძნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკებები სწორედ საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ევროლიგის ბოლო გათამაშებაში თორნიკე შენგელია საშუალოდ 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას და 2.9 პასს აგროვებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system