აგვისტოში დაგეგმილი პრემიერები, შესაძლოა, გაუქმდეს

ჰოლივუდის კინოსტუდიებმა, შესაძლოა, აგვისტოში დაგეგმილ პრემიერებზე, მათ შორის, რამდენიმე მაღალბიუჯეტიან ფილმებზე, უარი თქვან. გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, მათი ხელმძღვანელობა შეშფოთებულია, აშშ-ს ხელისუფლების მიერ დაპირებით, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვები, შესაძლოა, ისევ გამკაცრდეს.

როგორც ცნობილია, ჰოლივუდში ამ თემაზე შეხვედრა 4 ივლისის შემდეგ გაიმართება. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ დროს მიიღებენ მიიღებენ. ასევე ცნობილია, რომ სექტემბერში დაგეგმილი რამდენიმე პრემიერაც გადაიდება. ახალი თარიღიც გაურკვეველი რჩება. ერთ-ერთი ასეთი ფილმია "წყევლა 3", რომლის ეკრანზე გამოსვლა გაურკვეველი დროით გადაიდო. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კინოსტუდია Warner Bros.-მა კრისტოფერ ნოლანის ფანტასტიკური ფილმის, "Tenet-ის" პრემიერა ისევ გადადო. მედია ვარაუდობს, რომ გადაიწევს "მულანის" პრემიერაც, რომელიც 2020 წლის 21 აგვისტოს უნდა გამართულიყო. ასევე უცნობია, როდის იხილავს მაყურებელი "ახალი მუტანტების" ეკრანიზაციას.