კომპანია Microsof-ისა და TikTok-ის წარმომადგენლები აშშ-ის თეთრის სახლის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მობილური აპლიკაცია TikTok-ის საკითხი პრეზიდენტმა ტრამპმა საბოლოოდ დღეს ან ხვალ უნდა გადაწყვიტოს.
Microsof-ი მოკლე ვიდეოების შექმნისა და ნახვის, TikTok-ის მობილური აპლიკაციის სერვისის შეძენის საკითხს განიხილავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ტრამპის გადაწყვეტილება, მათ შესაძლოა TikTok-ის შეძენაზე უარი განაცხადონ.
TikTok-ის შემქმნელები იმედოვნებენ, Microsof-ის უარის შემთხვევაში, აშშ-ში აპლიკაციის შეძენის სხვა მსურველები გამოჩნდებიან.
TikTok-ის შესაძლო აკრძალვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის სტივენ მნუჩინის თქმით, TikTok-ს უცხოური ინვესტიციების კომიტეტი სწავლობს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებს აფასებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ჩინეთი სოციალურ პლატფორმა TikTok-ს ამერიკელებზე ჯაშუშობისთვის იყენებს.
TikTok-ის შემქმნელები ჩინეთის ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს უარყოფენ.