თავში

ტრამპი: TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას განვიხილავ

ტრამპი: TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას განვიხილავ
ტრამპი: TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას განვიხილავ

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ტეხასში გამგზავრებამდე განუცხადა.

"ჩვენ TikTok-ს თვალს ვადევნებთ და გადაწყვეტილების მიღებაზე ვფიქრობთ", - განაცხადა მან.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა კი დაამატა, რომ TikTok-ს უცხოური ინვესტიციების კომიტეტი სწავლობს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებს აფასებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თვლიან, რომ ჩინეთი სოციალურ პლატფორმა TikTok-ს ამერიკელებზე ჯაშუშობისთვის იყენებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system