ალბანეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა

ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 900-ს აღემატება.

ალბანეთში, დედაქალაქ ტირანადან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრში, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 26 ნოემბერს, გამთენიისას, 3.45-ზე მოხდა.

კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა ალბანეთში 27 ნოემბერს მოხდა.

მესამე, 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყანაში 28 ნოემბერს დაფიქსირდა.