აშშ კომერციულ გემებს ირანის მხრიდან საფრთხის შესახებ აფრთხილებს

აშშ-ს საზღვაო სამმართველო საკუთარ ვებ-გვერდზე გაფრთხილებას აქვეყნებს იმის შესახებ, რომ კომერციული გემებისთვის "ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხე არსებობს".

საშიშ ადგილებად დასახელებულია: სპარსეთის ყურე, ორმუზის სრუტე, არაბეთის ზღვა, წითელი ზღვა, ადენის ყურე და ინდოეთის ოკეანე. 

აშშ-სა და ეყარს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პენტაგონმა სამხედრო ოპერაციის შედეგად 3 იანვარს ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.