თავში

პენტაგონმა ირანელი გენერლის, სულეიმანის სიკვდილი დაადასტურა

პენტაგონმა ირანელი გენერლის, სულეიმანის სიკვდილი დაადასტურა
პენტაგონმა ირანელი გენერლის, სულეიმანის სიკვდილი დაადასტურა

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.

„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩვენმა სამხედროებმა უცხოეთში მყოფი ამერიკელების დასაცავად ქმედითი თავდაცვითი ზომები მიიღეს და გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს. დაჯგუფება „ალ-ქუდსი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში იყო შეყვანილი. გენერალი სულეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და ერაყსა და მთელ რეგიონში მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. „ალ-ქუდსი“ პასუხისმგებელია ასობით ამერიკელი და კოალიციური ჯარის სამხედროს სიკვდილზე“, - განაცხადეს პენტაგონში.

სამხედრო ოპერაცია ოთხშაბათს საღამოს ჩატარდა. სარაკეტო იერიშები ბაღდადის აეროპორტის მიმართულებით განხორციელდა. სულეიმანთან ერთად ასევე დაიღუპნენ ერაყის შიიტური დაჯგუფების „ალ-ხაშდ აშ-შააბის“ წევრები. ოპერაციის მიმდინარეობისას 12 ერაყელი სამხედრო დაიჭრა.

აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის მაიკ პომპეოს განცხადებით, სულეიმანი ერაყში ირანელი სამხედრო მრჩევლების მუშაობას ხელმძღვანელობდა. ამასთანავე ის „კუდსის“ მეთაური იყო, რომელიც სამხედრო და აგენტურული დაზავერვაზე, ასევე, ირანის ფარგლებს გარეთ, დივერსიული საქმიანობაზეა პასუხისმგებელი. „კუდსი“ ქვეყნის უმაღლესი მმართველის ალი ჰამენეის უშუალო დაქვემდებარებაშია.

პენტაგონმა ასობით ამერიკელი და კოალიციური ჯარების სამხედროების სიკვდილში ორგანიზაცია „კუდსი“ და გენერალი სულეიმანი დაადანაშაულა.

სიტუაცია ერაყში სამშაბათს, მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა აშშ--ის საელჩოზე იერიში მიიტანეს. საპროტესტო გამოსვლები ერაყში, ერაყსა და სირიაში შიიტების დაჯგუფების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system