აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 500-ს აღწევს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსით  ადამიანის ინფიცირების 2 411 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 51-ს მიაღწია. ამის შესახებ CNN ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

CNN-ის ცნობით, დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ინფიცირებულთა შორის 70 პირი ვუჰანიდან და "Diamond Princess"-ის საკრუიზო ლაინერიდან არის ევაკუირებული. 

გასული ღამის განმავლობაში, ახალი ტიპის კორონავირუსით 82 პირი დაინფიცირდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.