აშშ-ში შავი ჭირით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში შავი ჭირით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, წელს ნიუ-მექსიკოს შტატში შავი ჭირით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პირველი პირი გასულ თვეში ინფექციისგან განიკურნა, თუმცა მეორე, ახალგაზრდა მამაკაცი დაავადებას ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში წელს შავი ჭირით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ შავი ჭირის აფეთქებები, რომლებიც ჩინეთსა და მონღოლეთში ფიქსირდება, საშიში არ არის.